უკრაინაში ომის დაწყებიდან 4300-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უწყების უფროსის მოადგილის ანა მალიარის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 24-26 თებერვალს რუსეთის არმიამ დაკარგა 27 თვითმფრინავი, 26 შვეულმფრენი, 146 ტანკი, 706 ჯავშანმანქანა, ორი დრონი, ორი ხომალდი და ნავი, ასევე სხვა აღჭურვილობა.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები ზუსტდება და შესაძლოა საბოლოო არ იყოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია განცხადება რუსული ტექნიკის ან ცოცხალი ძალის დაკარგვის შესახებ. 26 თებერვალს დაღესტნის ხელმძღვანელმა სერგეი მელიკოვმა რუსი ოფიცრის, წარმოშობით ადგილობრივის, ნურმაგომედ გაჯიმაგომედოვის უკრაინაში “სპეციალური ოპერაციის” დროს სიკვდილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ჯერჯერობით, ეს არის ჯარისკაცის დაღუპვის ერთადერთი შემთხვევა, რომელსაც რუსი ოფიციალური პირები ადასტურებენ.
ავტორი: ცოტნე ყურაშვილი