რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე შეხვდებიან BY mirian February 27, 2022 რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 27 თებერვალს ნაშუადღევს განაცხადეს, რომ უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებები გაიმართება. ასეთი განცხადებები გააკეთეს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ და კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ამავე თემაზე ? უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებების ბელორუსში ჩატარებაზე უარი განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ დელეგაციები ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე “წინაპირობის გარეშე” შეხვდებიან. ავტორი: ცოტნე ყურაშვილი