სტატიის ავტორები: სოფიკო ქარცივაძე, საიდა მამედოვა
02.03.2022
ქალაქ წალკაში ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია – რეაბილიტაციისათვის სამუშაობი მიმდინარეობს და ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისათვის გამოიყო მილიონ 800 ათას ლარამდე თანხა.გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა “კასპიისპირეთის სამმართველომ” მიიღო. კომპანიამ მუნიციპალიტეტს სამუშაოებისათვის 1 695 000 ლარი შესთავზა.
დამატებითი დეტალებისთვის ჩვენი რედაქცია წალკის მერს, ილია საბაძეს ესაუბრა. მერის თქმით, პროექტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში.
კონკრეტულად რა სამუშაოები უნდა განახორციელოს გამარჯვებულმა კომპანიამ და რა ვადაში უნდა მოხდეს წალკის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია ამ კითხვებით ჩვენ კომპანიის წარმომადგენელს, პაატა ბუცხრიკიძეს გავესაუბრეთ. მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პარკის ფართობის გაზრდა, რის შედეგადაც ჯამში პარკი განთავსდება 28 000 კვადრატული მეტრის ფართობზე. Დაგეგმილია შიდა ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია, გამწვანება. Მოეწყობა გოლფის მოედანი და ა.შ. აღნიშნული სამუშაოები კომპანიამ 2022 წლის 01 სექემბრამდე უნდა შეასრულოს.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით პარკის რეაბილიტაცია ბოლოს 2015 წელს, შპს “ჯ-ლაინის” მიერ განხორციელდა, მასზე 584 498 ლარი გაიხარჯა.