ავტორი – სოფიკო ქარცივაძე
თოვლის და ძლიერი ქარის გამო წალკის მუნიციპალიტეტში ელექტრო ენერგია გათიშულია. რამ გამოიწვია და როდის აღდგება დენის მიწოდება ? “ენერგო – პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი გვეუბნება, რომ უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო ტექნიკური პრობლებები შეიქმნა ქალაქ წალკასა და რამდენიმე სოფელში. მიმდინარეობს სამუშაოები და ელ. Ენერგიის მიწოდება დღის განმავლობაში სრულად ან ნაწილობრივ აღდგება. Კონკრეტულად რამდენი აბონენტია ელექტრო ენერგიის გარეშე და რა სახის დაზიანებაზეა საუბარი ? დვალიშვილი ვერ გვისახელებს
“ენერგო-პროჯორჯიას” ინფორმაციით, მუნიცპალიტეტში უამინდობის გამო შეწყვეტილი ენერგომომარაგების აღსადგენად, Წალკის ფილიალის ტექნიკური სამსახურის ყველა ჯგუფი მუშაობს.
ამასთან, კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც გეგმიურად, ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდა ქალაქ წალკის რამდენიმე ქუჩას. კერძოდ: კოსტავას, 25 მარტის, ჭელიძის, თამარ მეფის, იოანიდის, გაგარინის, კლდეკარის, კალიჩევის, ათენსის, ახალი შუქის, რუსთაველის და ხრამის აღმართის ქუჩებს.
აღნიშნულ ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს ელექრტო ენერგია 18:30 წუთზე მიეწოდებათ.
კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოები ითვალისწინებს 10 კვ ქსელის რეაბილიტაციას, ბეტონის საყრდენების ჩამატებას, საყრდენზე მისადგმელის მონტაჟს.