ავტორები: სოფიკო ქარცივაძე, საიდა მამედოვა
13 მარტს Წალკა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ღია პირველობას უმასპინძლებს.
Ასპარეზობა სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმართება. Როგორია წალკელი ფალავნების
Მზაობა და მოლოდინი? გუნდის მრწვრთნელი ელიზბარ გოგიტიძე გვუბნება, რომ ელოდებიან
მაქსიმუმს, რის საფუძველსაც განვლილი გამოცდილება აძლევთ.
„ჩვენი გუნდი 2021 წლის მარტში ჩამოყალიბდა და სხვადასხვა რესპუბლიკური თუ
საერთაშორისო 17 შეჯიბრიდან, 170 მედალი მოიპოვა. მათ შორის 48 პირველი ადგილია.
მინდა აღღნიშნო, რომ 4 სპორტსმენი საქართველოს ნაკრების წევრია. ამ შეჯიბრებიდან ჩვენ
მაქსიმალურს ველოდებით“.
13 მარტს დაგეგმილ შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, დაახლოებით
ორასამდე სპორტსმენი ჩაერთვება.
რა პირობებში და ვისი ორგანიზებით ჩატარდება ტურნირი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ
წაკლკის მუნიციპალიტეტის ააიპ კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორს ზვიად
შენგელიას ვესაუბრეთ. მისი თქმით, შეჯიბრება გაიმართება კოვიდ რეგულაციების დაცვით,
მაყურებლის გარეშე. ჩემპიონატის მონაწილეებმა სწრაფი ტესტი შეჯიბრის დაწყებიდან 24
საათით ადრე უნდა ჩაიტარონ, ხოლო შედეგები წინა დღით, 12 მარტს უნდა წარადგინონ.
Ასპარეზობა ტარდება UWW „ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების“ მოქმედი წესების
თანახმად. ორგანიზატორი წალკის მერიაა.