„ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატორული მოძრაობა“ წალკაში ოფისს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში გვიდასტურებენ. სად იქნება ოფისი განთავსებული და ვინ არიან პარტიის წარმომადგენელები წალკის მუნიციპალიტეტში ? ამ კითხვებზე პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა არ გვიპასუხა.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა შეფასებით, პრორუსული ნარატივით ცნობილ „ალტ-ინფოს“ პარტიას მესტიაში, შუახევში და ხულოში ოფისები გახსნის დღესვე დაუხურეს.
აქვე გეტყვით, რომ «ალტ-ინფო» დაკავშირებულია 5-6 ივლისის ძალადობის ფაქტებთან, მაუწყებლის წამყვანი პირები სიძულვილის ენის გავრცელებით აქტივისტებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.
არაერთი ფაქტჩეკერი ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია როგორც რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელევიზია.