ავტორი: საიდა მამედოვა
21 მარტი დღისა და ღამის გათანასწორების თარიღად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომას ნოვრუზ ბაირამით, იგივე ნოვრუზის დღესასწაულით აღნიშნავენ.
ტრადიციის მიხედვით, ეს დღესასწაული აღინიშნება გაზაფხულის მოსვლის, ბუნების განახლების პატივსაცემად. ნოვრუზის დღესასწაულამდე, ოთხი კვირის განმავლობაში, ზამთრის ოთხი სამშაბათი “ჩარშამბა” აღინიშნება.
ნოვრუზის აღნიშვნის დროს ხალხური ტრადიციისამებრ, კოცონს ანთებენ, ამზადებენ სხვადასხვა ეროვნულ ტკბილეულს – შექერბურას, ბადამბურას, ფახლავას, გოღალს. ხონჩას რთავენ ტკბილეულებით, ჯეჯილს ახარებენ, მოხარშული კვერცხებს ღებავენ.