ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. მეზობლების თქმით, სახლიდან წაღებულია სეიფი.
ფაქტზე, შსს–მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყებაში გვეუბნებიან, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.