ამ წუთებში წალკის მუნიციპალიტეტის თოვლის საფარისგან გზებს 15 ლოკაციაზე წმენდენ. ინფორმაციას წალკის მერიაში გვიდასტურებენ.
საგზაო დეპარტამენტის ცნობით თბილისი – წალკის მიმართულებით 10 ერთეული სხვადასხვა სახის ტექნიკა მუშაობს. გაწმენდით სამუშაოებს ორი კომპანია აწარმოებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი