12 წლის ახალციხელ ვლადიმერ ინასარიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას გულ-მკერდის არეში მეორე ხარისხის ავთვისებიანი, აგრესიული სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ოჯახში გვეუბნებიან, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა და ქირურგიული ოპერაცია თურქეთში. ინასარიძეები დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.
ოჯახის წევრის ინფორმაციით, მათ დახმარების თხოვნით, უკვე მიმართეს მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს.