ავტორები – სოფიკო ქარცივაძე, საიდა მამედოვა
დიდთოვლობის გამო გადაადგილება შეზღუდულია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთკილისისა და სოფელ ხანდოს მიმართულებით. ინფორმაციას წალკის მერია გვიდასტურებს.
წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ორ ლოკაციაზე, სოფელ ხანდოში და ჩივთკილისაში კი გამწმენდითი სამუშაოები კვლავ გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა აღდგენილია თბილისი-წალკის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. „მოძრაობა შეზღუდულია წალკა – ნინოწმინდის მიმართულებით. ამჟამად 12 ერთეული სხვადასხვა სახის ტექნიკა მუშაობს, თუმცა ქარბუქი სპეც-ტექნიკის მუშაობას აფერხებს,“ – გვეუბნებიან საგზაო დეპარტამენტი.
ფოტოები ეკუთვნის წალკის მუნიციპალიტეტს.