ნინოწმინდის ორ სოფელთან მისასვლელი გზა ჯერ კიდევ დაკეტილია და გაწმენდა ვერ ხერხდება. Მიზეზი დიდთოვლობაა. როგორც მერიაში გვეუბნებიან ვლადიმეროვკას და ტამბოვკასთან მისასვლელი გზები ხვალ და ზეგ გაიწმინდება.
ნინოწმინდის მერის მოადგილე, არმენ ბდოიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათ უკვე გაწმინდეს 28 სოფელთან მისასვლელი გზა და ქალაქი ნინოწმინდა.