ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „პაქსლოვიდით“ მკურნალობა ვირუსის დადასტურების ადრეულ ეტაპზე უნდა დაიწყოს. მკურნალობის კურსი 5 დღეს მოიცავს. ის პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ.
უწყების ინფორმაციით, „პაქსლოვიდი“ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი პირველი ყველაზე ეფექტიანი წამალია. მედიკამენტი ვირუსის გამრავლების უნარს ზღუდავს. „პაქსლოვიდი“-ს ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან.
პრეპარატის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს და ის პაციენტს ბინაზე მიეწოდება.
Რაც შეეხება კოვიდ სტატისტიკას, გასული 24 საათის განმავლობაშ საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 2 სამცხე-ჯავახეთშია.