ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ერთეულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარდა ახალციხისა მემორანდუმს ხელი 6 მუნიციპალიტეტის მერმა მოაწერა. ღონისძება ქუთაისში გაიმართა. მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ევალებათ გამოავლინონ საკუთარ თემში სოციალურად დაუცველი ან სხვა საჭიროებების მქონე ბენეფიციარები, შეადგინონ სამოქმედო გეგმა და დახმარება აღმოუჩინონ. მემორანდუმი 18 თვიანია.