ავტორი: სოფიკო ქარცივაძე
დღეს, წალკის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე, რეგიონული ლიგის პირველი თამაში გაიმართა, სადაც ერთმანეთს წალკის საფეხბურთო გუნდი „ეძანი“ და თბილის „ვაზის უბანი“ დაუპირისპირდა.
მატჩი საფეხბურთო გუნდის „ვაზის უბნის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. „წინ კიდე 24 თამაში გვაქვს, პირველი ოფიციალური თამაში უკვე ჩატარდა.
შემდეგი შეხვედრა იქნება თბილისში, თბილისის იუნაიტეტთან. ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის“ – გვეუბნება გუნდი „ეძანის“ კაპიტანი ალექსანდრე შავაძე.
წალკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „ეძანი“ 2020 წელს ჩამოყალიბდა და დაარსების დღიდან ქვემო ქართლის ჩემპიონია.