ქალაქ ნინოწმინდაში სატვირთო ავტომობილი გაზის მილს დაეჯახა, რის გამოც ქალაქის ნაწილს და რამდენიმე სოფელს გაზის მოწოდება შეუწყდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია Radio NOR წერს.
დაზიანების შესახებ ინფორაცია აქვთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიაში. მერის მოადგილეს, არმენ ბდოიანის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები და გაზმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება. მისივე თქმით, გატეხილია გაზსადენის ხაზი.
სინოპტიკოსების ვარაუდით ნინოწმინდაში დღეს ჰაერის ტემპერატურა 1-2 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამის საათებში -2 გრადუსამდე დაეცემა.