ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ევროპარლამენტი, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს, – ამის შესახებ დღეს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ეს “პარადოქსია”
ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, ევროპარლამენტის განახლებულ რეზოლუციაშია დაფიქსირებული. შესაბამისი შესწორება შევიდა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებულ ერთობლივ რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ასრულებს ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.
ასევე საუბარია ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და 5 ივლისის მოვლენებზე, რა დროსაც მოძალადე ჯგუფები 70 ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა.
აღნიშნულ რეზოლუციას, ქართული ოცნების შეფასებით ჩალის ფასი აქვს, ხოლო ევროპარლამენტარები “ფეიკ ნიუსის “ შემქმნელები არიან.