ჯავახეთში, დათვი ფუტკრის სკებს თავს დაესხა, სკები დაამტვრია, ხოლო თაფლი შეჭამა. როგორც ადგილობრივი მედია, Jnews წერს, დათვმა რამდენიმე ოჯახის სკა დაამტვრია, სავარაუდო ზარალი კი 2 ათას ლარამდეა.
“ჩვენ არ გვაქვს ბიუჯეტში დადგენილება, რომ ასეთი შემთხვევების დროს ვინმეს დავეხმაროთ,” – გვეუბნება ახალქალაქის მერი, მელქონ მაკარიანი და დაზარალებულებს ალტერნატივად სთავაზობს დაზღვევას, რათა შემდგომ მსგავსი ფაქტებისას ისარგებლონ.
გარდა ამ შემთხვევისა, ჯავახეთში 9 ივნისს დათვმა კიდევ ერთი ოჯახის სკები გაანადგურა.