“სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება,” – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში, ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
პრემიერისვე თქმით, მათი გეგმის მიხედვით, ფიქრობენ, რომ 2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი უნდა იცოდეს ყველა არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულმა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართული ენის სწავლების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა კვალიფიციური პედაგოგების სიმცირეა. მათ რამდენიმე თვის წინ, კამპანიაც წამოიწყეს “მასწავლე ქართული უფასოდ”. თემაზე სიუჟეტი ნახეთ ჩვენს ონლაინ რესურსებზე, ახლა კი მოვისმინოთ ამონარიდი პრემიერის გამოსლიდან.