ავტორი:მირანდა ფუტკარაია
ანტიდასავლური პროპაგანდა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობა მასთან ბრძოლაში – ამ საკითხებზე წალკაში მაცხორვებლებისთვის შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ Საინფორმაციო ცენტრი გამართავს. Ის წალკის საზოგადობრივ ცენტრში, არისტოტელეს ქუჩაზე , 27 ივნისს, 15:00 საათზე შედგება.
Ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს ხელმძღვანელის თემურ სუყაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი- სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი –” საქართველოს“ თავმჯდომარე, დავით ძიძიშვილი იქნება.
Საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მსგავს შეხვედრებს რეგიონებში პერიოდულად მართავს. Წალკის შემდეგ შეხვედრები დმანისსა და ბოლნისშია დაგეგმილი.
დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ შემდეგ ნომერზე +995 32 2 405 405 ან მეილზე temuri.suyashvili@gmail.com