ავტორი: სოფიკო ქარცივაძე, ნაზი მეშველიანი
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. რა იდეის ირგვლივ შეიქმნა ევროკავშირი, გაერთიანების ისტორია და თანამშრომლობა საქართველოსთან – დღეს ამ თემებზე წალკაში ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა სავიზო ლიბერალიზაციის შეთანხმებაზე, ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელის, თემურ სუყაშვილის ინფორმაციით, კოვიდ პანდემიამდე მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ქვემო ქართლის 56 სოფელში ჩატარდა .