ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტ ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს კლინიკა “იმედი” 1 800 ლარს გადაუხდის და განაცდურს აუნაზღაურებს – გადაწყვეტილება დღეს, სასამართლოს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც ინასარიძის ადვოკატი გვეუბნება, სასამართლომ მათი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
კერძოდ: ინასარიძეს სამსახურში არ აღადგენენ და სანაცვლოდ ის 1 800 ლარს მიიღებს, კომპენსაციის სახით. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით კლინიკას ევალება, განაცდურის ანაზღაურებაც.
ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად, კლინიკა იმედს ედავებოდა, ასევე მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი ექიმი-რეანიმატოლოგი, გიორგი აფციაურიც. რომლის საქმეზე გადაწყვეტილებაც დღეს გახდა ცნობილი. როგორც ადვოკატი, თამარ ლილუაშვილი გვეუბნება, სასამართლომ მათი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სამსახურში არ აღადგენენ, თუმცა კლინიკა “იმედი” კომპენსაციას დაუნიშნავს.
«ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას აქვს ადგილი კლინიკასა და ექიმებს შორის» — ვახტანგ ბარამაშვილი
რა პოზიცია აქვთ კლინიკაში? – დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე გვეუბნება, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ და კომენტარს ვერ გააკეთებენ. გენერალური დირექტორი, დავით მისურაძე კი კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ვიოლეტა ინასარიძე კლინიკიდან გაათავისუფლეს, მაშინ კლინიკის მენეჯმენტი ირწმუნებოდა, რომ მისი გათავისუფლება არ იყო კავშირში გარდაცვლილი მედდის საქმესთან, თუმცა წინა სასამართლო სხდომაზე, კლინიკის ადვოკატმა განაცხადა, რომ იმის გამო, რომ ექიმმა მედდა აცრიდან 15 წუთში დატოვა, საყვედური გამოუცხადეს, რაც საფუძველი გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების.
მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტ ექიმზე სასამართლო გადაწყვეტილებას 6 ივლისს გამოაცხადებს