ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ მამზარასთან ახალი სარწყავი სისტემა კვლავ გამოვიდა მწყობრიდან – პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია “რადიო ნორი” ავრცელებს .
იგივე წყაროს ინფორმაციით, 2018 წელს სახელმწიფო პროგრამით ყაურმისა და მამზარას სამელიორაციო სისტემის მშენებლობა-რესტავრაცია დაიწყო და 2019 წელს დასრულდა, მალევე 2020 წელს დასაწყისში სისტემა დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა.
როდის გაკეთდება წყლის სისტემა? კითხვით ჩვენ საქართველოს მელიორაციის სააგენტოს მივმართეთ.
უწყებაში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს სამუშაოები და მოსახლეობას 2 დღეში ექნება წყალი. დამატებითი კითხვებისთვის კი პრესცენტრისთვის მიმართვა გვირჩიეს.