ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ისტორიები, სამეურნეო და საოჯახო ყოფა, კულტურა და ტრადიციები – “ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“, ამ წიგნების პრეზენტაცია შედგა დღეს ახალციხეში.
წიგნის მთავარი რედაქტორი თეოლოგი ბექა მინდიაშვილია.
ამბობს, რომ სამომავლოდ წიგნების ციფრული ვერსიების შექმნა იგეგმება, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე გავრცელდება. ასევე, ამავე თემაზე იგეგმება ფილმების გადაღებაც. წიგნები მომზადებულია გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის PITA ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.