ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხის საკრებულოს დეპუტატი, გახარიას პარტიიდან, მარინა აბულაძე, რომელიც გასულ წელს ბაღების გაერთიანების იურისტის პოზიციიდან გაათავისუფლეს, სამსახურში აღადგინეს ამის შესახებ ინფორმაციას, ISFED-ის იურისტი, თეა თედლიაშვილი გვიდასტურებს, რომელის მარინა აბულაძეს ინტერესებს იცავდა.
მისივე თქმით, მარინა აბულაძემ უკვე დატოვა ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია და “რიგითი დეპუტატის” მანდატით აგრძელებს მუშაობას.
სასამართლომ გახარიას პარტიის წევრის მოთხოვნა დააკმაყოფილა — ახალციხე
შეგახსენებთ, რომ მარინა აბულაძე დასთან ერთად თანამდებობებიდან გასულ წელს გაათავისუფლეს, როგორც იგი ამბობდა, გათავისუფლების მოტივი მისი დის შვილის პოლიტიკური აქტივობა გახდა. გათავისუფლებიდან მალევე მარინა აბულაძე გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანდა და ახალციხის საკრებულოში დეპუტატის მანდატი მიიღო.