ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა ხანძარია, რომლის ჩაქრობაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ხანძრის ქრობაში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.
ამავე წყარს ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ.