ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ფოტო: One Caucasus
„ერთიანი კავკასია“- ამ სახელწოდების ფესტივალი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 25-28 აგვიატოს იმართება.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა კულტურულ–გასართობი სივრცეა მოწყობილი. გაიმართება კონცერტი, რომელშიც ქართული და უცხოური მუსიკალური ჯგუფები მონაწილეობენ. აქტივობებში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები არიან ჩართული.
ფესტივალის ორგანიზატორის ირაკლი მიქიანის თქმით, ღონისძება ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს კულტურის გაცნობა–გაზიარების საშუალებას აძლევს. ფესტივალში ჯერჯერობით, რეგიონიდან მხოლოდ ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები მონაწილოებენ.
დავინტერესდით რამდენად არის ჩაართული ფესტივალში წალკის მუნიციპალიეტეტი ? როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, წალკა ღონისძიებაში არ მონაწილეობს, მიზეზს მერიაში ვერ გვისახელებენ. დასწრების მსურველებისთვის მერიას ტრანსპორტის გამოყოფა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ღონისძიებაზე წასვლის მსურველთა სიმცირის გამო არც ტრანსპორტირება გახდა საჭირო. მსურველთა სიმცირის მიზეზად კი მერიაში ადგილობრივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავება დავისახელეს. მერიაში გვითხრეს, რომ ფესტივალის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია სოციალური ქსელით მიეწოდა.
ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ ყოველწლიურად, აგვისტოს ბოლო კვირას იმართება და დასწრება თავისუფალია. მას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია One Caucasus და პოლონეთში დაფუძნებული ღია სივრცის ფონდი ახორციელებს. წელს ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა “შემოქმედებითი ევროპაა”.
ფესტივალი პირევლად 2014 წელს გაიმართა. ღონისძიება წელს 25 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდება.