ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, აცხადებს კონკურსს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის.
პროექტი ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.
საინფორმაციო მასალა უნდა ეხებოდესშემდეგ თემებს:
- ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;
- მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები;
- ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები;
- ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები.
კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:
- ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს;
- ვლოგები არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი;
- ფოტო რეპორტაჟებს უნდა ერთვოდეს ნარატიული აღწერილობები;
- საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს მომზადებული და არ უდნა იყოს გამოქმეყნებული სხვა საინფორმაციო არხზე.
კომპეტენტური კომისია გამოავლენს 4-5 საუკეთესო საინფორმაციო მასალას.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10.09.2022 წელი.
გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან. ჯილდოს თანხა- 300 ლარი საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტი(ბლოგი) უნდა გაგზავნოს შემდეგ მეილებზე: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net
წერილში გთხოვთ მიუთითოთ ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე გამოაგზავნოთ ავტორის ფოტო სურათი.