2023 წლის აპრილში ,ახალციხის ნ11 საარჩევნო ოლქში, რომელშიც სამი სოფელი მინაძე, ღრელი და ჭაჭარაქი შედის, შუალედური არჩევნები ჩატარდება. არჩევნების ჩატარების საჭიროება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ზაალ ბერიძეს გარდაცვალებამ გამოიწვია.
დეპუტატი, ზაალ ბერიძე გუშინ, 21 სექტემბერს გარდაიცვალა.
როგორც ცესკოში გვეუბნებიან, შუალედური არჩევნების თარიღზე დეტალურ ინფორმაციას, განკარგულების სახით გამოსცემენ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, “საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები.”