ახალციხის N1 საჯარო სკოლის, სამოქალაქო გუნდის წევრებმა ახალი პროექტი დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ნატოს და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება, მითების მსხვრევა, ევროპული მაგალითების განხილვა და რამდენიმე ქალაქში ევროინტეგრაციის თემაზე კედლის მოხატვა, ნატო-ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხის გახსნა.
პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ახალციხეში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა. მას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, თეონა ზურაბაშვილი უძღვებოდა.
ორგანიზატორების თქმით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს ევროინტეგრაციის პოლიტიკის და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე, რასაც საკუთარ თემში განახორციელებენ.