“დრო მოვიდა ჩემს საქმიანობას დავუბრუნდე,” – ახალციხის ციხის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

October 7, 2022

ახალციხის ციხის დირექტორმა, გიორგი ნათენაძემ თანამდებობა დატოვა, იგი აღნიშნულ პოზიციაზე ერთი წლის წლის წინ, სექტემბერში დაინიშნა. თანამდებობის დატოვების შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და ერთ-ერთ მიზეზად საკუთარ ბიზნესში დაბრუნება დაასახელა. 

“დრო მოვიდა ჩემს საქმიანობას დავუბრუნდე და ჩემს ბიზნესს მივხედო.”

არის თუ არა კავშირში მისი თანამდებობიდან წასვლა რაბათის ციხეზე, რუსული კომპანიის მიერ ჯერ დაგეგმილ და შემდეგ არშემდგარ ე.წ. “ფორტ ბოიარდის” თამაშებთან – ნათენაძე გვპასუხობს, რომ  არა. რატომ იცვლება მერიის ააიპში, ახალციხის ციხეში ხელმძღვანელი მორიგ ჯერზე? კითხვაზე პასუხი მერისაგან ვერ მივიღეთ.  ირაკლი ლაზარაშვილი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

ვინ იქნება ციხის ახალი დირექტორი? მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე კანდიდატურა შერჩეული არ არის, ხოლო დირექტორის მოვალეობას, მოადგილე, ნათია ხუციშვილი შეასრულებს. 

აქვე გეტყვით, რომ გიორგი ნათენაძე უკვე წლებია ღვინის წარმოების ბიზნესშია ჩართული. იგი ციხის დირექტორი მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი დირექტორი, დავით ტაბატაძე ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა.