ავტორი: მირანდა ფუტკარაია
მარი კორკოტაძეს შვილი, რომელიც სპციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა, სკოლაში 2015 წლიდან დადის. მას გამოყოფილი ასისტენტ– მასწავლებელი ჰყავს.
საქართველოს სკოლებში ინკლუზიური განათლება 2006 წლიდან დაინერგა. 2013 წლიდან კი პროფესიული განათლების საფეხურზეც ამოქმედდა. დანერგვიდან 16 წლის შემდეგ ინკლუზიურ განათლებაში გამოწვევები კვლავ არსებობს. საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის სრულად ადაპტირებული და მისაწვდომი ინკლუზიური საგანმანათლებლო მიზნებისთვის,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაშია აღნიშნული.
სპეციალური პედაგოგების რაოდენობა არასაკმარისია, შესაბამისად ბავშვები სრულად ვერ იღებენ მათთვის საჭირო დახმარებასა და მხარდაჭერას,– განმარტავს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მარინა საგინაძე. ის ასევე გვეუბნება, რომ მასწავლებლები, რომლებიც სსმ და შშმ ბავშვებს ასწავლიან გადამზადებას საჭიროებენ. პრობლემაა შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების არარსებობა.
სპეციალური პედაგოგების გარკვეული ნაწილის გადამზადების საჭიროებაზე საუბრობს 202-ე უსინათლოთა სკოლის დირექტორის მოადგილე მარიამ მიქიაშვილი. ის ასევე ხაზს უსვამს საზოგადოების მხრიდან შშმ და სსმ პირებისადმი არაერთგვაროვან დამოკიებულებულას.
2021 წელს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მეთოდური გზამკვლვევი შემუშავდა, რომლის მიხედვით, ინკლუზიური განათლების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების გამომუშავება-განვითარებაში, რათა შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა სხვებზე დამოკიდებულების გარეშე.
მიუხედავად გზამკვლევის არსებობისა, მშობლები ამბობენ, რომ ის მხოლოდ ფურცელზე არსებობს და მათი შილებისთვის სასკოლო გარემო სრულად ადაპტირებული არ არის.
საკითხით დაინტერესება ჩვენ რედაქცია ერთ-ერთმა მშობელმა სთხოვა, რომელმაც საჯაროდ საუბარი არ ისურვა. მას აინტერესებდა სპეციალური საჭიროებების შემთხვევაში როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობა სკოლაში ბაშვისთვის განათლების მიცემასა და მისთვის გადაადგილებაში დახმარებას შორის. ჩვენ ეს კითხვები მარინა საგინაძეს დავუსვით.
განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიის მიხედვით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების რაოდენობა 2012-2020 წლების განმავლობაში 500-იდან 11 281- მდე გაიზარდა. როგორია მაჩვენებლი წალკაში? მონაცემების დაზუსტებისათვის ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიას და განათლების სამინსტროს საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით მივმართეთ. ასევე გამოვითხოვეთ ინფომაცია, ქვეყნის მასშტაბით რამდენი სსმ და შშმ მოსწავლეა მიმდინარე წლის მონაცემებით? რამდენი სპეცპედაგოგი და ასისტენტია სკოლებში?
სსსმ და შშმ მოსწავლეების სრული ინტეგრციისთვის მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ როგორ მოიქცნენ და როგორ შექმნან შვილისათვის განათლებისა და განვითარებისათვის საჭირო პირობები. სპეციალისტი ინკლუზიური განთლების საკითხებში მარინა საგინაძე იმ უნარ–ჩვევებზე საუბრობს, რაც მშობლებს უნდა ჰქონდეთ.
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა.
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია 2006 წელს მიიღეს. დოკუმენტი ითვალისწინებს შშმ პირებისთვის ყველა უფლებითა და თავისუფლებით სრულყოფილად და თანასწორად სარგებლობასა და მათი თანდაყოლილი ღირსების პატივისცემის ხელშეწყობას.
საქართველოში “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის” რატიფიცირება 2013 წელს მოხდა.