რა ვითარებაა ლიკანში, კორპუსში, რომელშიც აფეთქება მოხდა? – ბორჯომის მერის, ოთარ არბოლაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, კორპუსის მთავარი კონსტრუქციები აფეთქებას არ დაუზიანებია.
დღეს, ადგილზე იმყოფებოდნენ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები, რომლებმაც ტერიტორია ისე დატოვეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თქვეს, რომ დასკვნა დაახლოებით 3-4 დღეში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება 29 ოქტომბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება კორპუსის მეორე სართულზე გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი, ხოლო კორპუსში მცხოვრები 88 პირი გადაყვანილია სასტუმროებში.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რა ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.