ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ზუგდიდში, ნაწილობრივ აშენებული აუზი და სპორტული კომპლექსის აშენება და ინვენტარით უზრულველყოფა, შესაძლოა გათვალისწინებულზე 8 მილიონ 400 ათასი ლარით მეტი დაჯდეს, რადგან, მგფ-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტედენტმა, სააქციო საზოგადოება “მეთაგ ინშაათ თიჯარეთის” საქართველოს ფილიალმა მიიღო და სამუშაოების დასასრულებლად 20 მილიონამდე თანხა შესთავაზა.
ტენდერით გათვალისწინებული სავარაუდო ღირებულება 11 მილიონ 500 ათას ლარამდე იყო. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, უცნობია შეარჩევენ თუ არა აღნიშნულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი. შესაბამისად, უწყებაში ჯერ ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, რამდენად საჭიროა ნაწილობრივ აშენებული სპორტული კომპლექსისთვის თითქმის 20 მილიონი ლარი.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თუ აღნიშნული კომპანია გაიმარჯვებს სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 13 თვეში უდნა დაასრულოს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, საცურაო აუზის და სპორტული კომპლექსის მშენებლობა თავდაპირველად ჩინურმა კომპანიამ, ნანთონ სანძიენ ჯორჯიამ დაიწყო. აღნიშნული კომპანია იგივე კომპლექსს აშენებდა ახალციხეშიც, თუმცა რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტა ახალციხეშიც და ზუგდიდშიც და ქართული ბაზრდიან გავიდა.
მიტოვებული პროექტის დასასრულებლად მგფ–მ ტენდერი ახალციხეშიც გამოაცხადა, რომელშიც “ქართული ოცნების” შემწირველმა კომპანიამ, შპს “არალმა” მიიღო მონაწილეობა და სამუშაოებისთვის აქაც გათვალისწინებულზე თითქმის 350 000 ლარზე მეტი შესთავაზა. ( ახალი ტენდერი და გათვალისწინებულზე თითქმის 350 000 ლარით მეტი — ახალციხეში სპორტ. კომპლექსისთვის 11 მილიონზე მეტის დახარჯვა იგეგმება )
შპს “არალმა” 2017 წელს, ოცნებას 40 000 ლარი შესწირა.