2020 – 22 წლებში, სამცხე-ჯავახეთში არასრულწლოვანთა მიმართ 214 დანაშაულია ჩადენილი, საქართველოს მასშტაბით ეს რიცხვი 3 780-ია – ამის შესახებ დემოკრატიისა და მართლმსაჯულების ინსტიტუტი წერს.
კვლევის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ყველაზე ხშირად ჩადენილ დანაშაულებს წარმოადგენს: ოჯახში ძალადობა, ჯანმრთელობის დაზიანება ან ცემა, იძულება ან მუქარა, სატრანსპორტო დანაშაული და ქურდობა.
ამავე კვლევის მიხედვით, მსხვერპლი ბავშვებიდან 49% არის ბიჭი, ხოლო 51% გოგო.
ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები და ხარვეზების აღმოფხვრა, რათა სათანადოდ მოხდეს დანაშაულის მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა.
ინსტიტუტის დამფუძნებლის, ლადო ჯავახიშვილის თქმით, კვლევის საბოლოო ვერსია მალე გამოქვეყნდება.