ავტორი: მირანდა ფუტკარაია
სკოლის მოსწავლეების მიერ აღქმული და წარმოდგენილი საქართველოს კუთხეები, კულტურა და ეთნოგრაფია – წალკის 12 ქართულენოვანმა და 4 სომხურენოვანმა სკოლამ 4 დეკემბერს ეს კონცეფცია მრავალფეროვანი მოქმედებით და შინაარსით გადმოსცა.
ოქტომბერში, წალკის დირექტორებისა და მასწავლებლების კონფერენციაზე გაჟღერებული ინიციატივა დეკემბერში მასშტაბურ ადგილობრივ ღონისძიებად იქცა.
კოხტის საჯარო სკოლის დირექტორის ნადიმ ხოზრევანიძის თქმით, ინტერკულტურული ღონისძიების იდეა კოხტასა და ოზნის საჯარო სკოლებს ეკუთვნით.
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეები მათი ტრადიციების ამსახველი ღონისძიებებით წარმოაჩინეს. სოფელ თრიალეთის სკოლამ წალკაში აჭარა წარმოადგინა, კიზილ-ქილისამ – კახეთი, ჩივთკილისამ-აფხაზეთი. მონაწილეებს შვიდკაციანი ჟიური აფასებდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაც.
ჟურის შეფასებით, ინტერკულტურული ღონისძიების გამარჯვებული კოხტასა და ოზნის სკოლები გახდა. ყველა მონაწილეს სიგელები და საჩუქრები გადაეცა. გამარჯვებული 2 სკოლის მონაწილეები კი კოხტას სკოლის დაფინანსებით, თბილისში შემეცნებით ექსკურსიაზე გაემგზავრებიან.