მედიაორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას

February 27, 2023

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა,  მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე. 

ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები –   დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ. 

ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.   

ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას.

ვეთანხმები:

თბილისი

  1. netgazeti.ge
  2. პუბლიკა (publika.ge) 
  3. ინდიგო
  4. სტუდია მონიტორი 
  5. queer.ge 
  6. dev.ge
  7. On.ge
  8. Ტაბულა
  9. სამოქალაქო საქართველო – civil.ge
  10. მედიაჩეკერი 
  11. პროექტი 64
  12. Chai Khana media
  13. Ufleba.ge
  14. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”  
  15. მედია ჰოლდინგი კომერსანტი
  16. OC Media
  17. მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
  18. ჯემნიუსი (jam-news.net)
  19. ონლაინ გამოცემა sova.news
  20. რეალპოლიტიკა (realpolitika.ge) 
  21. “მთის ამბები” – mtisambebi.ge
  22. საქართველოს ამბები – sakartvelosambebi.ge
  23. ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
  24.  საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი 

შიდა ქართლი:

  1. ქართლის ამბები (qartli.ge) 
  2. გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
  3. TV მედიამონიტორინგი 
  4. “ქართული მედია ჯგუფი” – metalab.ge / feminism.ge
  5. დია
  6. NeoTV.ge

ქვემო ქართლი:

  1. სათემო რადიო “მარნეული”
  2. ქალთა სათემო რადიო ww
  3. ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
  4. მარნეული TV
  5. რადიო ბოლნელი

სამცხე-ჯავახეთი:

  1. სათემო რადიო “ნორი”, ნინოწმინდა, nor.ge
  2. ტელეკომპანია “ბორჯომი”,  borjomi.tv 
  3. მეცხრე არხი, ახალციხე
  4. სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
  5. მედია სახლი – სამხრეთის კარიბჭე sknews.ge 
  6. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
  7. TOK TV 

აჭარა

  1. Batumelebi.ge
  2. TV 25

სამეგრელო:

  1. ტელეკომპანია “მეცხრე ტალღა”, ფოთი
  2. რადიო ათინათი 
  3. კოლხეთი 89
  4. ეგრისი TV
  5. რადიო ოდიში +
  6. ჰარმონია 
  7. TV ოდიში

კახეთი:

  1. კახეთის ხმა,  knews.ge 
  2. საინფორმაციო სააგენტო “სპექტრი”, გურჯაანი, speqtri.ge
  3. პანკისის სათემო რადიო 
  4. თანამგზავრი TV 

იმერეთი:

  1. ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი”  kutaisipost.ge
  2. რიონი TV 
  3. იმერვიზია TV 
  4. მეგა TV 
  5. TV  ზარი
  6. რადიო რიონი 
  7. რადიო ზარი

გურია 

  1. გურია TV 

მცხეთა-მთიანეთი

  1. აგროგარემო TV