ორგანიზაციებს, რომლებიც, ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან არანაირი შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ მომავალში – გოგი მეშველიანი “აგენტების” კანონზე

February 28, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

“ისეთ  ორგანიზაციებს, რომლებიც, რეალურად, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან არანაირი შეზღუდვა არ უნდა  ჰქონდეთ მომავალში,”- ამის შესახებ წალკის, ბოლნისის, დმანისისა და  თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა  გოგი მეშველიანმა განაცხადა.

გოგი მეშველიანი 2005-2014 წლებში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი იყო. 

ჩვენს კითხვაზე ნიშნავს თუ არა მისი გამოცდილება, რომ თავადაც “აგენტია” გვპასუხობს:

“უცხოური საერთაშიროსი ორგანიზაციების დაფინანსებით სარგებლობს ძალიან ბევრი სახელმწიფო ორგანიზაციაც. მე სწორედ ამ პროექტს წარმოვადგენდი დიდი ხნის განმავლობაში. მათ შორის ჩემი ოლქის ფარგლებში  ძალიან ბევრ საინტერესო აქტივობას ახორციელებდა. მათი მიზანი ჩვენი მოსახლეობის, თვითმმართველობის გაძლიერება გახლავთ. ცალსახად, არ შეიძლება ამ ყველაფრის  შეფასება “

გოგი მეშველიანმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეფასებისას გვითხრა, რომ  დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება და მას შემდეგ რაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნა გახდება ცნობილი, მეტის თქმას შეძლებს. “წინასწარ იმის თქმა, რა სახეს მიიღებს ეს კანონპროექტი არ შემიძლია. საკმაოდ ინტენსიური განხილვები მიმდინარეობს და  ჰიპოთეტურ მუხლებზე ნუ ვისმჯელებთ,”-ამბობს მეშველიანი.

გოგი მეშველიანი 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი გუნდიდან.