2014-2020 წლების განმავლობაში ევროკავშირმა, საქართველოში 939 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამები განახორციელა, ხოლო 28 წლის განმავლობაში, 2019 წლამდე, საქართველომ აშშ-სგან 4 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო.
თანხის უდიდესი ნაწილი მთავრობას, სამთავრობო პროგრამების განხორციელებაში, რეფორმების გატარებასა და სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამისთვის ეძლეოდა.
თანხის მცირე ნაწილს სხვადასხვა სფეროს ხელშეწყობისთვის, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის, სოფლად ეკონომიკური განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის და სხვა.
გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირის და აშშ-ს მიერ განხორციელებული პროექტების, მათი შედეგების და კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ, “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე გვესაუბრება.
რა პროექტები ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის, USAID და სხვა ორგანიზაციების დაფინანსებით და რა სარგებელი აქვთ მათგან ადგილობრივ ფერმერებს ? – საკითხებზე აგროგარემო TV-ს დირექტორი, ნუგზარ სუარიძე გვესაუბრება.
ინიცირებული კანონის წინააღმდეგ ხელოვანთა ნაწილიც გამოდის. პარალელს გასული საუკუნის 37 წელთან ავლებენ
დღეს დილიდან ათასობით მოქალაქესთან ერთად იყო ჟურნალისტი ნინია კაკაბაძეც. ის ამ ინიციატივის დამტკიცების შემტხვევაში მედიისთვის შექმნილ რისკებზე გვესაუბრება.
არც გამჭვირვალობასთან, არც სამართლიანობასთან, არც თავისუფლებასთან ამ კანონს საერთო არ აქვს , – გვეუბნება ჰიბრიდული ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი
რუსულ კანონად შეფასებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ორგანიზაციები, რომლებიც წლის განმავლობაში შემოსავლების მინიმუმ 20 %-ს უცხოეთიდან იღებს, ვალდებული იქნება “აგენტად” დარეგისტრირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ან საქმიანობის შეჩერება მოუწევს, ან ჯარიმის გადახდა ან 5 წლიანი პატიმრობა.
ევროკავშირის საგარეო სამსახური კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებიდან მინიმუმ ორს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.