ვის შეუძლია დარეგისტრირება პირველ ეტაპზე -პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

March 6, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

2023-2024 სასწავლო წლისთვის  პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 ეტაპად განხორციელდება,-ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დაგვიდასტურეს.

Უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  პირველ ეტაპზე, 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები დარეგისტრირდებიან.

Მეორე ეტაპზე  – 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

– და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;

– მშობელი/მეურვე/მზრუნველი სასურველი საჯარო სკოლის თანამშრომელია;

– ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

Მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

Მეოთხე ეტაპი – 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე ის მოსწავლეები დარეჰისტრირდებიან, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდენენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

Დავინტერესდით, 2023-2024 სასწავლო წლისთვის წალკის მუნიციპალიტეტის სკოლებს რამდენი პირველკლასელის მიღება შეუძლია. როგორც წალკის რესურსცენტრში გვითხრეს, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. Იგივე პასუხი აქვს მუნიცპალიტეტის მერიას. Სულ რამდენი პირველკლასელის მიღება შეუძლია  წალკის სკოლებს და მათ შორის რამდენია სპეციალური საჭიროების მქონე – განათლების სამინისტროში ამ საკითხზე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვირჩიეს. 

Წალკის განათლების Რესურსცენტრის უფროსის არსენ ჯმუხაძის თქმით, სკოლებში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშებისთვის საკმარისი ადგილებია. 

Პირველკლასელთა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge განხორციელდება.