მიიღებს თუ არა საქართველოს პარლამენტი რუსულად შეფასებულ კანონპროექტს? – მიუხედავად არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, სტუდენტების, ლექტორების, ხელოვანების, არაერთი სფეროს წარმომადგენლის, ოპოზიციის და მოქალაქეების პროტესტისა, რომელიც ამ წუთებშიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს, უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული რეპლიკით ამ კითხვას დადებითი პასუხი გასცა. მან თქვა, რომ “ამ კანონს პროტესტის მიუხედავად მაინც მიიღებენ”