სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური არ შეეხებათ, – ამის შესახებ თავდაცვის ახალ კოდექსშია ნათქვამი, – განცხადება თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა. თუმცა როგორც პირველ მარტს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა, სტუდენტის სტატუსი სამხედრო სამსახურის გადავადებას არ ითვალისწინებდა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტუდენტი სამხედრო სამსახურს გაივლის იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილს თვითონ გამოთქვამს.
აქვე გეტყვით, რომ პირები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს აპროტესტებენ, ხვალ აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი ითხოვენ სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი გახადონ.