ადიგენის მუნიციპალიტეტში, ე.წ “ჩორჩნის წყაროს” მიმდებარედ, ოც მეტრიანი სადროშე ბოძის დადგმა იგეგმება, – ამისთვის ადიგენის მერიამ ტენდერი 23 ათასამდე ლარზე გამოაცხადა, კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, შპს “ემსილაით”-მა მიიღო და მერიას იგივე სამუშაოებისთვის 21 500 ლარი შესთავაზა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა/შეფასების პროცესი.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოაწყოს რკინაბეტონის საძირკველი და ზედ დაამონტაჟოს ოცი მეტრი სიმაღლის გალვანიზირებული ლითონის ბოძი, სადაც დროშას ჩამოკიდებენ.
აქვე გეტყვით, რომ ე.წ. ,,ჩორჩნის წყაროს” მიმდებარედ სკვერის მოწყობისთვის მერიამ ხელშეკრულება კომპანია “ამხანაგობა “ხარისხი 2”-ს 120 ათასამდე ლარზე გაუფორმა.