ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე
Ფაშიზმზე გამარჯვების დღეს წალკა წელს პირველად ვეტერანების გარეშე ხვდება. ფილოს ვოსკალიანი, წალკაში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ბოლო ვეტერანი იყო. ის შარშან, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. Საერთო ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, წალკაში 1945 წელს, ფაშიზმზე გამარჯვების თარიღს, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის 6 მონაწილე შეხვდა.
დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს დღეს წალკის მერმა და მერიის სხვა თანამშრომლებმა. მათ მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.
ქვეყნის მასშტაბით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები წელს, ერთჯერადად, 1 000 ლარს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები კი – 500 ლარს მიიღებენ.
ოფიციალური წყაროებით, მეორე მსოფლიო ომში 700 000 ქართველი იბრძოდა, მათგან 300 000 დაიღუპა.