ალკაში რძის ჩაბარების ფასმა იკლო

May 10, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, ლერი კოჩალიძე

შალვა ხოზრევანიძე წალკაში ცხოვრობს. ის 10 წელია, რაც ოჯახში წარმოებულ რძეს აბარებს. თუ ადრე 1 ლიტრ რძეს 2 ლარად აბარებდა,  ახლა მასში 1 ლარსა და 30 თეთრს იღებს.

მის მსგავსად რძის ჩაბარებით მიღებული თანხა შემოსავლის წყაროა ბევრი სხვა წალკელისთვისაც. როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან სეზონურად საძოვარზე 1 ძროხის გაშვება 100 ლარი უჯდებათ და ამ ფონზე ჩაბარებული რძიდან მიღებული თანხა ძალიან ცოტაა.

როგორც გავარკვიეთ, წალკელების ძირითადი ნაწილი რძეს კომპანია “სანტეს” წარმომადგენელთან აბარებს. კითხვით  კომპანია “სანტეს” დავუკავშირდით.  კომპანიაში გვითხრეს, რომ რძის ფასი  ყოველწლიურად შემოდგომაზე იზრდება და გაზაფხულზე იკლებს, პროდუქტის ჭარბი რაოდენობიდან გამომდინარე.

რატომ დაიკლო რძის ფასმა? როგორც აგროგარემო TV-ს ხელმძღვანელი ნუგზარ სუარიძე გვეუბნება, ეს გაზაფხულის სეზონზე მოსალოდნელია, რადგან ამ დროს საქონელი ბალახით იკვებება და ნაყიდ პროდუქტზე არაა დამოკიდებული. რაც შეეხება იმას, რომ ადგილობრივების ნაწილს საქონლის საძოვარზე გაშვებაშიც თანხა ეხარჯებათ, ნუგზარ სუარიძე განმარტავს, რომ ეს “კომპლექსური პრობლემაა”.

რძის ფასის კლებას “სეზონურ რყევებს “ უკავშირებს მერძევეთა ასოციაცია “საქრძის” აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელი კახაბერ კონიაშვილი. 

წალკაში ფერმერებისაგან რძეს 10-მდე საწარმოს წარმომადგენელი იბარებს.