TOK TV-ს რუსულენოვანი რედაქცია აცხადებს ვაკანსიას რუსულენოვანი მულტიმედია ჟურნალისტის პოზიციაზე.
მედიის შესახებ მეტი ინფორმაცია: თუ კი ტყუილი მოგბეზრდა
კანდიდატს მოეთხოვება ქართული და რუსული ენების C2 დონეზე ცოდნა, სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მულტიმედია ჟურნალისტიკის მიმართულებით, ჰქონდეს კარგი ტექნიკური უნარები.
ასევე, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა, შეეძლოს გუნდურად მუშაობა და ჰქონდეს მაღალი ეთიკური ჟურნალისტური სტანდარტები.
ვაკანსია გამოცხადებულია EED-ის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
სრული სამუშაო განაკვეთი: 40 საათი კვირაში
ანაზღაურება: 1 500 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: talk@toktv.ge არასრული განცხადება არ განიხილება.