მეხის დაცემის შედეგად დაშავებული ჯარისკაცის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და იმყოფება მართვით სუთქვაზე- გვეუბნება დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე.
მისივე თქმით, მდგომარეობის გაუმჯობესება არ შეინიშნება.
15 ივნისს ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკს მეხი დაეცა.