ქალაქ წალკაში და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გზების მოხრეშვისთვის, მერია 200 ათასამდე ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ჯამში 400 000 კვადრატულ მეტრზე მეტი სიგრძის გზის მოხრეშვა შემდეგ ლოკაციებზე:
წალკის შიდა გზა,
არსარვანი-ჩოლოანი,
არსარვანი-გოდაკლარი,
ბარეთი-ლივადი,
თრიალეთი-კავთა,
ყიზილქილისა-ოზნი,
კოხტა-ჩრდილისუბანი,
დარაკოვი-წინწყარო-სანთა,
ასევე იგეგმება საბეჭისის, არსარვანის, ავრანლოს და ტბეთის შიდა გზების მოწესრიგება.
აღნინშული ტენდერის გამოცხადებას წინ უძღვოდა ჩვენს მიერ მომზადებული არაერთი ჟურნალისტური მასალა გზებზე კრიტიკული საფარის შესახებ:
ქალაქ წალკის გზების უმეტესობა მოუწესრიგებელია- რას აპირებს მერია
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებების მიღება 30 ივნისიდან – 5 ივლისამდე იწარმოებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ სექტემბრის ბოლომდე უნდა დაასრულოს.