ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნში, მდინარე ფარავანზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის სავალი ნაწილიც, მერიის ცნობით გამოუსადეგარია – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, 285 მეტრიანი ხიდის რეაბილიტაციისთვის 730 ათასზე მეტი ლარის დახარჯვა იგეგმება, რომლისთვისაც თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 28 მაისიდან – 3 ივლისამდე იწარმოებს. სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.