საფეხმავლო გადასასვლელები სკოლებთან, მიუსაფარი ძაღლები, ველობილიკები, შშმ პირებისთვის არაადაპტირებული გარემო, დაბალი ჯებირები მდინარეების ნაპირზე, – რა გამოწვევების წინაშე დგანან ახალციხეში მცხოვრები ახალგაზრდები, მშობლების შეფასებით.
აღნიშნული საკითხების გამოვლენასა და მათი გადაჭრის გზების ადვოკატირებას, ასოციაცია ტოლერანტი იწყებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, იგეგმება მშობლებისგან დაკომპლექტებული რამდენიმე ჯგუფის შექმნა, რომლებიც პრობლემების გამოვლენაზე და გადაჭრაზე იმუშავებენ.